- GYEON Q²M Coating Applicator – კერამიკული საფარის აპლიკატორი (Microfiber + Suede)
GYEON Q²M Coating Applicator არის სპეციალურად კერამიკული საფარის (ceramic coating) დასატანად შექმნილი პროფესიონალური აპლიკატორი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს, უსაფრთხოებას და ეკონომიურ გამოყენებას.
აპლიკატორს აქვს ორმხრივი სტრუქტურა, ერთი მხარე suede (ხავერდი) ზუსტი და კონტროლირებული დატანისთვის, ხოლო მეორე მხარე მოკლე ბუსუსიანი მიკროფიბრი თანაბარი გადანაწილებისთვის.
შიგნით მოთავსებული სპეციალური ფენა ხელს უშლის პროდუქტის ზედმეტ შეწოვას, რაც ამცირებს კერამიკის დანახარჯს და უზრუნველყოფს თანაბარ დაფარვას.
აპლიკატორი არ შეიცავს მკვეთრ კიდეებს, რაც სრულად უსაფრთხოს ხდის ლაქის, პლასტმასისა და სხვა ზედაპირებისთვის.
🔹 რისთვის გამოიყენება:
- კერამიკული საფარის (ceramic coating) დატანა
- ავტომობილის ლაქის, დისკების და პლასტმასის ზედაპირის დამუშავება
პროფესიონალური და DIY დითეილინგი
🔹 გამოყენების ინსტრუქცია:
- აირჩიეთ აპლიკატორის შესაბამისი ზომა სამუშაო ზონის მიხედვით
- დაასხით კერამიკა მცირე რაოდენობით ხავერდის მხარეს
- გადაანაწილეთ ზედაპირზე გადაკვეთის (cross-hatch) მოძრაობებით
- იმუშავეთ მცირე სექციებად
- აკონტროლეთ აპლიკატორის გაჯერება
საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ ან გაწმინდეთ აპლიკატორი
🔹 დამატებითი რჩევები:
- წასმის დროს გამოიყენე მხოლოდ ხავერდის მხარე მაქსიმალური სიზუსტისთვის
- მიკროფიბრის მხარე გამოიყენე გადანაწილების კონტროლისთვის ან სხვა პროდუქტებისთვის
- ყოველთვის იმუშავე სუფთა აპლიკატორით, რათა თავიდან აიცილო ლაქები (high spots)
- რამდენიმე აპლიკატორის ქონა პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს